ავტორიზაცია

ატალანტა ელოდება, რომ პსჟ უახლოეს დღეებში ჰოილუნდის თაობაზე ახალ შეთავაზებას გააკეთებს

ატალანტა ელოდება, რომ პსჟ უახლოეს დღეებში ჰოილუნდის თაობაზე ახალ შეთავაზებას გააკეთებს
თარიღი 28 ივლ 2023, 12:37
"ატალანტა" მზადაა თავდამსხმელი რასმუს ჰოილუნდი "პარი სენ-ჟერმენს" მიყიდოს, თუ მისაღები თანხა იქნება შეთავაზებული.

დანიელის ხელმოწერით მანჩესტერ "იუნაიტედიც" არის დაინტერესებული, მაგრამ ბერგამასკების მოთხოვნები ჯერ ვერც ერთმა გუნდმა ვერ დააკმაყოფილა. 

ჟურნალისტი ალფრედო პედულას თქმით, "ატალანტა" ელოდება "პარი სენ-ჟერმენს", რათა ოფიციალური შეთავაზება გაუკეთოს ჰოილუნდის ტრანსფერის თაობაზე. 

სერია A-ს კლუბი ითხოვს 70 მილიონ ევროს პლუს 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით, პარიზელებს ამ ეტაპზე არ სურთ ამ თანხის გადახდა.