ავტორიზაცია

ატალანტამ ჰოილუნდის სატრანსფერო ფასი დაასახელა

ატალანტამ ჰოილუნდის სატრანსფერო ფასი დაასახელა
თარიღი 13 ივნ 2023, 12:54
იტალიურმა "ატალანტამ" დაინტერესებულ კლუბებს თავდამსხმელ რასმუს ჰოილუნდის სატრანსფერო ფასი დაუსახელა, რომელიც ევროპული ტოპ კლუბების რადარშია. 

ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დანიელის ტრანსფერის გამოსყიდვა დაინტერესებულ მხარეს 60 მილიონი ევრო დაუჯდება.

წყარო იუწყება, რომ მანჩესტერ "იუნაიტედი" სერიოზულ ინტერესს იჩენს ჰოილუნდის მიმართ. 

შეგახსენებთ, რომ ჰოილუნდმა სერია A-ს დასრულებულ სეზონში 32 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.