ატლეტიკოს პრეზიდენტი: "ჟოაო ფელიქსს ჩვენს გუნდში თამაში აღარ უნდა"

„ატლეტიკო მადრიდის“ პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ ღიად განაცხადა, რომ ჟოაო ფელიქსს გუნდში თამაში არ სურს.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ფაბრიციო რომანომ გამოაცხადა, რომ პორტუგალიელისთვის საოცნებო კლუბი „ბარსელონაა“.
„ჟოაო ფელიქსს „ატლეტიკოში“ თამაში აღარ უნდა. მაგრამ, სურთ თუ არა სხვა კლუბების მისი შეძენა, ეს უკვე სრულიად სხვა საკითხია.“, - ციტირებს სერესოს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოსს, გვიან ღამით იხურება და ფელიქსმა ახალი კლუბი იქამდე უნდა მოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ საუდის არაბეთის ვარიანტი შერჩება, სადაც ფანჯარა 20 სექტემბრამდე იქნება გახსნილი.