ავტორიზაცია

ბადრი კვარაცხელია: არ მინდა, ხვიჩა ნაპოლიში დარჩეს

ბადრი კვარაცხელია: არ მინდა, ხვიჩა ნაპოლიში დარჩეს
თარიღი 17 ივნ 2024, 01:44
მამუკა ჯუღელის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ - ბადრი კვარაცხელიამაც განაცხადა, რომ ფეხბურთელის ნაპოლიდან წასვლა სურს.

"არ მინდა, რომ ხვიჩა ნაპოლიში დარჩეს.

მან 1 წელიწადში 4 მწვრთნელთან იმუშავა, რაც მაღელვებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს სიტუაცია არაკომფორტულია, ჩემი შვილი საკუთარ მომავალს თავად გადაწყვეტს.

ხვიჩასთან აღნიშნულ საკითხზე არ მისაუბრია და ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ამას არც ვაპირებ,"
- ამბობს ბადრი კვარაცხელია "იმედთან" ინტერვიუში.

მამუკა ჯუღელის კომენტარი იხილეთ აქ.