ავტორიზაცია

ბაიერნი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთავაზების გაკეთებას არ აპირებს

ბაიერნი მამარდაშვილის ტრანსფერზე შეთავაზების გაკეთებას არ აპირებს
თარიღი 08 Jul 2023, 13:29
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო ტრანსფერზე გერმანული მედია აქტიურად წერს.

ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ "ბაიერნი" ქართველს მანუელ ნოიერის შემდეგ მეორე ნომრად განიხილავენ, ამიტომაც ამჟამად მის ტრანსფერში 20-30 მილიონი ევროს გადახდა არ სურთ.

წყაროს ინფორმაციით, "ბაიერნის" ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას არ აპირებს, მაგრამ ტექნიკური დირექტორი მარკო ნეპე მამარდაშვილის აგენტებთან კონტაქტზე რჩება.