ავტორიზაცია

ბაიერნი ვირცის ტრანსფერით ინტერესდება - ამ საკითხზე ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია

ბაიერნი ვირცის ტრანსფერით ინტერესდება - ამ საკითხზე ფეხბურთელის პოზიცია ცნობილია
თარიღი 05 დეკ 2023, 12:31
მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესთა სფეროში მოექცა ნახევარმცველი ფლორიან ვირცი, რომელიც ლევერკუზენის "ბაიერს" ეკუთვნის.

ინსაიდერის ფლორიან პლეტენბერგის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელი თავადაც მზადაა გერმანული გრანდის რიგებში გადასასვლელად. 

მიმდინარე სეზონში ვირცმა "ბაიერის" შემადგენლობაში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ექვსი გოლი გაიტანა და ათი საგოლე გადაცემა გააკეთა. 


მისი კონტრაქტი ლევერკუზენის ბაიერთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.