"ბალოტელის მონაცემების მქონე სპორტსმენი ნამდვილი იშვიათობა იყო", - სიტის ყოფილი ფიზიოთერაპევტი
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ფიზიოთერაპევტმა, პოლ ვებსტერმა თავდამსხმელ მარიო ბალოტელთან მუშაობა გაიხსენა. "ის საოცარი იყო. ახლა ნორმაა იმის თქმა, რომ მარიო ასეთი და ასეთი იყო.
გამიმართლა, რომ ის საქმეში ვნახე. ის ფენომენალური სპორტსმენი იყო და კლუბში ისევე ძლიერად ვარჯიშობდა. მარიო იყო ფენომენალურად ძლიერი, მოქნილი, ელასტიური.
ვარჯიშის შემდეგ მოდიოდა დარბაზში და ითვისებდა მუაი ტაის (ტაილანდური კრივი). როცა ვინმესთან ყოველდღე მუშაობ, უგულებელყოფ ყველა სისულელეს, რაც პრესაში იწერება.
მარიოს ისტორია ასეთია, ის სასაცილო იყო", - თქვა ვებსტერმა. 31 წლის იტალიელი ახლა თურქეთის "ადანა დემირსპორში" თამაშობს. ლიგის 18 მატჩში მან 7 გოლი გაიტანა.