ბარსელონა აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებს — მორიგი ტალანტი კატალონიელთა რადარზე

"სარაგოსას" ცენტრალურმა მცველმა, ალეხანდრო ფრანსესმა კარიერა შესაძლოა "ბარსელონაში" გააგრძელოს.
კატალონიური გრანდი მაღალი დონის იმ ხარისხიანი ფეხბურთელების ყიდვას აპირებს, რომელთა ტრანსფერიც ძვირი არ დაუჯდება. ფრანსესი "ბარსას" ერთ-ერთი სამიზნეა.
19 წლის ფეხბურთელმა სეგუნდა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 16 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა, 1 ასისტი გააკეთა და 3 ყვითელი ბარათიც მიიღო.
ცნობისთვის, ახალგაზრდა უკანახაზელს "სარაგოსასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2024 წლამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ის ვერსიით, ფრანსესის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 5 მილიონ ევროს შეადგენს.