ავტორიზაცია

ბარსელონა ბრაიტონის ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება

ბარსელონა ბრაიტონის ფორვარდის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 28 თებ 2024, 20:16
"ბრაიტონის" თავდამსხმელმა ჟოაო პედრომ შესაძლოა კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელოს. ამის შესახებ ჟურნალისტი ჟერარ რომერო იუწყება. 

წყაროს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა "ბრაიტონისგან" 22 წლის ბრაზილიელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გამოითხოვა. 

მიმდინარე სეზონში პედრომ ყველა ტურნირზე 32 მატჩში ჩაატარა, რომელშიც 19 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. 

თავდამსხმელის კონტრაქტი "ბრაიტონთან" 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.