ავტორიზაცია

ბარსელონა ჩუპო-მოტინგის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატება სურს

ბარსელონა ჩუპო-მოტინგის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატება სურს
თარიღი 09 მარ 2024, 12:09
ესპანურმა "ბარსელონამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში თავდასხმის ხაზის გაძლიერება გადაწყვიტა. 

Sport.es-ის ცნობით, კლუბი "ბაიერნის" ფორვარდით ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგით არის დაინტერესებული. 

წყარო აღნიშნავს, რომ კატალონიური გუნდი ფეხბურთელის დამატებას თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებს. 

34 წლის კამერუნელს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი  სეზონის ბოლოს ეწურება. 

მიმდინარე სეზონში კამერუნელმა 27 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.