ავტორიზაცია

ბარსელონამ ფერან ტორესის სატრანსფერო ფასი დაასახელა

ბარსელონამ ფერან ტორესის სატრანსფერო ფასი დაასახელა
თარიღი 31 ივლ 2023, 12:04
"ასტონ ვილა" "ბარსელონას" გარემარბის, ფერან ტორესის შეძენით არის დაინტერესებული. ამის შესახებ El Nacional-ის ჟურნალისტები იუწყებიან.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა ბარსას ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო და ათი მილიონი ბონუსები შესთავაზოს.

"ბარსას" ასეთი პირობები არ აკმაყოფილებს - კატალონიელებს სურთ ტორესისთვის პირდაპირ 30 მილიონი მიიღოს.

23 წლის ნახევარმცველმა ლა ლიგაში გასულ სეზონში "ბარსელონას" შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა. ფერანმა ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.