ავტორიზაცია

ბარსელონამ კლუბის ვებ-გვერდზე ალვეში ლეგენდების სიაში დააბრუნა

ბარსელონამ კლუბის ვებ-გვერდზე ალვეში ლეგენდების სიაში დააბრუნა
თარიღი 29 თებ 2024, 15:31
"ბარსელონამ" დანი ალვეში ლეგენდების სიაში დააბრუნა.

Marca-ს ცნობით, "ბლაუგრანამ" ალვეში კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ლეგენდების სიაში დააბრუნა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კატალონიურმა კლუბმა სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ ალვეშს კლუბის ლეგენდის სტატუსი ჩამოართვა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნაკრების ყოფილი მცველი გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნეს და 4,5 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.