ჰოლანდის წარმომადგენლები ბარსელონას სპორტულ დირექტორს შეხვდნენ
მანჩესტერ "სიტის" თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის აგენტები "ბარსელონას" სპორტულ დირექტორ დეკოს შეხვდნენ.
ნორვეგიელი ფეხბურთელის კატალონიურ კლუბში გადასვლა "ბლაუგრანას" ფინანსური მდგომარეობის გამო ნაკლებად სავარაუდოა.
ამავდროულად, "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კვლავ ოცნებობს "სიტის" ვარსკვლავის შეძენაზე, ამის შესახებ ინსაიდერი ჟერარ რომერო იტყობინება.
23 წლის ფორვარდის კონტრაქტი მანჩესტერ "სიტისთან" 2027 წლამდეა გათვლილი.