ავტორიზაცია

ბარსელონამ ლუკ დე იონგის ტრანსფერი შეათანხმა, თუმცა ფეხბურთელი მას თავად ბლოკავს

ბარსელონამ ლუკ დე იონგის ტრანსფერი შეათანხმა, თუმცა ფეხბურთელი მას თავად ბლოკავს
თარიღი 25 Dec 2021, 16:54

„ბარსელონას“ თავდამსხმელ ლუკ დე იონგს, რომელიც კონტრაქტით „სევილიას“ ეკუთვნის, იანვარში „კადისში“ გადასვლის ვარიანტი არ ხიბლავს. 

31 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა მეტი დრო ითხოვა და თავის აგენტებს სთხოვს, რომ უფრო ძლიერი გუნდი მოიძიონ, ვიდრე „კადისია“, იტყობინება კატალონიური გამოცემა Sport.es.

„ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ დე იონგთან საიჯარო ხელშეკრულების გაწყვეტა არაუგვიანეს 31 დეკემბრისა მოხერხდება. ფორვარდს უკვე შეატყობინეს, რომ ის „ბლაუგრანას“ მაისურით მოედანზე ერთ წუთსაც ვეღარ გაატარებს.

„ბარსელონამ“, „სევილიამ“ და „კადისმა“ სრულ შეთანხმებას მიაღწიეს - კატალონიელები მასთან იჯარას გაწყვეტენ, „კადისი“ კი სეზონის ბოლომდე ინათხოვრებს. თუმცა, ტრანსფერს თავად დე იონგი ბლოკავს.