ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი სამიზნე საუდის არაბეთში მიდის
საკმაოდ დიდი ხანია, პრესაში აქტიურად იწერება, რომ ბარსელონა ვულვერჰემპტონის პორტუგალიელი ნახევარმცველით, რუბენ ნევეშით ინტერესდება.
კატალონიელები პორტუგალიის ნაკრების წევრს სერხიო ბუსკეტსის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებენ, რომელმაც გუნდი სეზონის ბოლოს დატოვა.
თუმცა, როგორც ჩანს, ნევეში გახდება კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
ალ-ჰილალი ვულვზთან 47-მილიონიან ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და უახლოეს პერიოდში შეთანხმებაა ნავარაუდები, თავად ფეხბურთელმა საუდის არაბეთში წასვლას მწვანე უკვე აუნთო.