"ვერ ვხვდები, ასე ღიად რატომ ეფლირტავებიან", - ბარსელონამ ბაიერნის პრეზიდენტი გააბრაზა

ამ ზაფხულს ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იოზუა კიმიხია.
რამდენიმე დღის წინ, კატალონიელთა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა გერმანელზე ღიად ისაუბრა და მის მიმართ ინტერესიც დაადასტურა.
ამ ფაქტით უკმაყოფილება ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა ვერ დამალა:
"ვერ ვხვდები, რატომ ეფლირტავებიან ისინი ასე ღიად და მიმწოლად ჩვენს ფეხბურთელს. კიმიხი ცალსახად ჩვენი დასაყრდენი კედელია.
ეჭვგარეშეა, რომ იოზუა ჩვენ სამომავლო გეგმებში შედის." - აღნიშნა მიუნხენური გრანდის პრეზიდენტმა.