ბარსელონას კავანისთვის ბრძოლაში მოულოდნელი კონკურენტი გამოუჩნდა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, კარიერა შესაძლოა სხვა კონტინენტზე გააგრძელოს.
Globo Esporte-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის გადაბირებით ბრაზილიური „კორინთიანსი“ ინტერესდება.
ბრაზილიურმა კლუბმა იცის, რომ კავანით „ბარსელონაც“ ინტერესდება და მის მოთაფლვას შედარებით მაღალი ხელფასის შეთავაზებით ცდილობს.
კავანი „მან იუნაიტედში“ გასული წლის ოქტომბერში გადავიდა მას შემდეგ, რაც „პსჟ-დან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.
„წითელ ეშმაკებთან“ ურუგვაელ ფორვარდს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა არაა გამორიცხული, მან რომელიმე სხვა გუნდში გადასვლის ხათრით „იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაწყვეტა სცადოს, რათა იანვარშივე შეძლოს სხვაგან გადასვლა.
მიმდინარე სეზონში კავანიმ პრემიერ ლიგის 5 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, ასევე მის ანგარიშზე 3 მატჩია ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც მას შედეგიანობით თავი არ გამოუჩენია.