ავტორიზაცია

ბარსელონას ლა ლიგაში 3 თვეა არ წაუგია - ახლა კი, ყველა ტურნირის ჩათვლით, 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს

ბარსელონას ლა ლიგაში 3 თვეა არ წაუგია - ახლა კი, ყველა ტურნირის ჩათვლით, 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს
თარიღი 06 მარ 2022, 23:02

„ბარსელონას“ ლა ლიგაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა.

დღეს კატალონიურმა გუნდმა 27-ე ტურში სტუმრად „ელჩეს“ 2:1 მოუგო და ბოლო 11 მატჩში 7 გამარჯვება და 4 ფრე დაუგროვდა.

უკანასკნელი მარცხი გუნდმა „ბეტისთან“ 4 დეკემბერს იწვნია, როცა ანდალუსიურმა გუნდმა 0:1 იმარჯვა.

ყველა ტურნირის ჩათვლით კი მოქმედი წაუგებელი სერია „ბარსასთვის“ 8 მატჩია გრძელდება, რომლის ფარგლებშიც გუნდმა 6 მატჩი მოიგო და 2-ჯერ ფრე ითამაშა.

შემდეგ შეხვედრაში „ბლაუგრანა“ ევროპა ლიგის 1/8-ფინალში „გალათასარაის“ უმასპინძლებს.