ავტორიზაცია

ბეილმა კრიტიკოსებს უპასუხა: "როცა მათამაშებენ, გოლს ყოველთვის ვიტან"

ბეილმა კრიტიკოსებს უპასუხა: "როცა მათამაშებენ, გოლს ყოველთვის ვიტან"
თარიღი 25 მარ 2022, 11:42

გარეტ ბეილი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე დუბლს ავსტრიასთან (2:1) კრიტიკოსების პასუხად არ განიხილავს. უელსმა ნახევარფინალური პლეი-ოფი მოიგო.

ეს ნაკრები შოტლანდია-უკრაინის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. "სიმართლე გითხრათ, არავისთვის პასუხის გაცემა არ მჭირდება. მე არ მჭირდება რაიმე სიგნალის გაგზავნა, დროის დაკარგვა.

ეს ყველაფერი უბრალოდ ამაზრზენია, საკუთარი თავის უნდა შერცხვეთ. მე არ მაინტერესებს ეს ყველაფერი, წერტილი. შემიძლია საჯარიმო დარტყმიდან გავიტანო, როცა თამაშის შესაძლებლობა მექნება.

სასიამოვნო იყო იმის დანახვა, თუ როგორ მიფრინავს ბურთი კარში. პირველმა გოლმა ძალა მოგვცა. მეორეც კარგი გამოვიდა. მატჩის ბოლოს კრუნჩხვები მქონდა, ეს ნორმალურია", - განაცხადა ბეილმა.