ავტორიზაცია

ბელინგემს რეალში 7-ნომრიანი მაისურით თამაში არ სურს - ინგლისელის არჩევანი ცნობილია

ბელინგემს რეალში 7-ნომრიანი მაისურით თამაში არ სურს - ინგლისელის არჩევანი ცნობილია
თარიღი 10 ივნ 2023, 12:14
მადრიდის "რეალის" ახალწვეულს, ჯუდ ბელინგემს 7-ნომრიანი მაისურით თამაში არ სურს.

მოგეხსენებათ, კლუბი აპირებს ინგლისელს ლეგენდარული მეშვიდე ნომერი შესთავაზოს, რომლის ქვეშაც წარსულში რაულ გონსალესი და კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდნენ.

Diario AS-ის ცნობით, ნახევარმცველს საკუთარი პრეფერენციები აქვს: მას სურს 22 ნომრის ტარება, ამიტომ მზადაა უარი თქვას მისთვის გამოყოფილ შვიდ ნომრიან მასიურზე.

შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემი "რეალის" რიგებს ივლისის დასაწყისიდან შეუერთდება. დორტმუნდის "ბორუსიადან" 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "სამეფო კლუბს" პრემიების გარეშე 103 მილიონი ევრო დაუჯდა.