ბენიტესი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"ლივერპულის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს ცოტა ხნის წინ საკმაოდ საინტერესო მსურველი გამოუჩნდა.
ესპანელი დამრიგებლით დაინტერესებულია მოსკოვის "სპარტაკი", რომელიც აქტიურად ეძებს ახალ თავკაცს, წერს Спорт-Экспресс-ი.
თავად მერსისაიდელთა ყოფილი მწვრთნელის პასუხი რუსეთში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, პირენეელი დამრიგებელი სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც "წითლებში", ისე მადრიდის "რეალში", მილანის "ინტერში", ლონდონის "ჩელსიში" და "ვალენსიაში".
ასევე იხილეთ:
"ამის გამეორება კლოპის გუნდსაც შეუძლია", - ბენიტესმა სტამბოლური სასწაული გაიხსენა