"ამის გამეორება კლოპის გუნდსაც შეუძლია", - ბენიტესმა სტამბოლური სასწაული გაიხსენა
„ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, სტამბოლური სასწაული გაიხსენა.
შეგახსენებთ, რომ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ლივერპულმა“ „მილანს“ მატჩი 0:3-დან შემოუტრიალა და პენალტების სერიაში, 3:2 მოუგო.
„რა თქმა უნდა, კლოპის ხელმძღვანელობით, „ლივერპულს“ სტამბოლური სასწაულის გამეორება შეუძლია. ამ გუნდს აქვს პოტენციალი და ჰყავს საუცხოო მწვრთნელი, ეს პრობლემა არ არის.
ხალხი სტამბოლზე ისე ლაპარაკობს, თითქოს გაგვიმართლა. მაგრამ, საქმე გამართლებაში ხომ არ ყოფილა, რადგან მეოთხედფინალში „იუვენტუსს“ ვეთამაშეთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ტაქტიკურად რთულ მეტოქესთან მოგვიწია ადაპტირება, მაგრამ კარგად ვითამაშეთ.
შემდეგ, ჩვენ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, „ჩელსის“ დავუპირისპირდით, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავით, რომ მოვიგებდით, ამ გუნდს რწმენა ჰქონდა.
ვფიქრობ, ამჟამინდელ „ლივერპულს“ შეუძლია იგივეს გამეორება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. „მილანი“, რომელსაც იმ საღამოს ფინალში ვეთამაშებოდით, დიდებული იყო, მაგრამ ჩვენი თავდაჯერება მატჩიდან მატჩამდე იზრდებოდა.“ - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს Daily Mail.
ამ სეზონის 1/4-ფინალში „ლივერპულის" მეტოქე მადრიდის „რეალი" იქნება. გუნდები ერთმანეთს 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდნენ და ის მატჩი ესპანურმა გრანდმა 3:1 მოიგო.
იხილეთ ასევე:
"როცა მეკითხებიან უმძიმესი ღამის შესახებ, ყოველთვის რეალი მახსენდება", - კლოპი
"მიყვარს, ოპტიმისტობა, მაგრამ...", - კლოპს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის აღარ სჯერა?