ავტორიზაცია

ბენიტესმა განმარტა, თუ რატომ გადავიდა ხამეს როდრიგესი ევერტონიდან ყატარულ ალ რაიანში

ბენიტესმა განმარტა, თუ რატომ გადავიდა ხამეს როდრიგესი ევერტონიდან ყატარულ ალ რაიანში
თარიღი 24 სექ 2021, 21:26

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა ახსნა, თუ რატომ გადავიდა გუნდის ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი ყატარულ "ალ რაიანში".

"ჩვენს მდგომარეობაში ადვილი არ არის შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელის ყოლა, რომელსაც ჩემპიონატში ჩასატარებელი მატჩების მხოლოდ ნახევარში შეუძლია თამაში. რესურსები უნდა გავზარდოთ, ასეთი სიტუაციაა".

"რთულია კარგი წინადადების პოვნა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გინდა, იმასთან გიწევს შეგუება, რაც არის. ხამესის გაყიდვასთან დაკავშირებით შესაფერისი ვარიანტები ვერ მოვიძიეთ და აი, ყატარის ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც მისი შესაფერისი აღმოჩნდა".

"ხამესი კმაყოფილია, ჩვენ კი უნდა გავძლიერდეთ, რადგან გუნდის გრძელვადიან პერსპექტივებზე უნდა ვიფიქროთ", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Liverpool Echo.

შეგახსენებთ, ყატარულმა "ალ რაიანმა" 22 სექტემბერს "ევერტონიდან" ხამეს როდრიგესის დამატება დაადასტურა. 30 წლის კოლუმბიელმა ახალ გუნდთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.