ავტორიზაცია

ბენზემა და რამოსი შესაძლოა კვლავ თანაგუნდელები გახდნენ

ბენზემა და რამოსი შესაძლოა კვლავ თანაგუნდელები გახდნენ
თარიღი 05 ივნ 2023, 12:21
საუდის არაბეთის "ალ-იტიჰადი" კარიმ ბენზემას გარდა სერხიო რამოსის დამატებასაც აპირებს.

მადრიდის "რეალმა" უკვე გამოაცხადა ფრანგი ფეხბურთელის გარდაუვალი წასვლის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, მალე კონტრაქტს "ალ იტიჰადთან" გააფორმებს. 

Cadena SER-ის ცნობით, კლუბი საუდის არაბეთიდან შესაძლოა არ შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავის მოწვევით: "ალ-იტიჰადი" ახლა სერხიო რამოსის გაფორმებაზე მუშაობს, რომელიც სეზონის ბოლოს "პსჟ"-ს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ცენტრალური მცველი მადრიდის "რეალში" 2005 წლიდან 2021 წლამდე თამაშობდა. კარიმ ბენზემა "ბლანკოსის" ღირსებას 2009 წლიდან იცავდა.