ბენზემა: "ოქროს ბურთს ვინისიუსი იმსახურებდა"
ალ-იტიჰადის შემტევმა, კარიმ ბენზემამ 2024 წლის ოქროს ბურთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტიტულს ვინისიუსი იმსახურებდა.
"როდრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ოქროს ბურთს ვინისიუსი იმსახურებდა — ჩემპიონთა ლიგის მოგებაში მან ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა."
"ვინის ვესაუბრე და ის მოწყენილი იყო, რაც ნორმალურია. რთულია, როდესაც ყველამ იცის, რომ ოქროს ბურთს მოიგებ და რამდენიმე საათით ადრე ყველაფერი იცვლება" — განაცხადა ბენზემამ.