ავტორიზაცია

ბეშიქთაშს ლევერკუზენის ბაიერის ფორვარდის დამატება სურს

ბეშიქთაშს ლევერკუზენის ბაიერის ფორვარდის დამატება სურს
თარიღი 11 აპრ 2024, 16:08
ლევერკუზენის "ბაიერის" თავდამსხმელმა პატრიკ შიკმა შესაძლოა კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. 

ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, თურქული კლუბი ჩეხი ფეხბურთელის იჯარით დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შეეცდება. 

აღნიშნულია, რომ "ბეშიქთაშის" წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ "ფარმაცევტებს" შესაძლო გარიგების განსახილველად. 

მიმდინარე სეზონში 28 წლის შიკმა "ბაიერის" შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.