ბოლო დღე ნაპოლიში - მაცარის სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეცვლის

ორშაბათი, ვალტერ მაცარისთვის ბოლო დღეა "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
Sport Mediaset-ის ცნობით, გუნდს სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა უხელმძღვანელებს.
ნეაპოლელები არადამაჯერებლად გამოიყურებიან, სერია A-ს ბოლო ტურის მატჩში მაცარის გუნდმა საკუთარ მოედანზე "ჯენუა" ვერ დაამარცხა (1:1).
შეგახსეებთ, რომ "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 21 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს.