ავტორიზაცია

"ბოლო წლებმა სიტუაციაზე სხვანაირად შემახედა", - რონალდუს ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"ბოლო წლებმა სიტუაციაზე სხვანაირად შემახედა", - რონალდუს ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
თარიღი 06 სექ 2023, 22:07
კრიშტიანუ რონალდუმ არ მოისურვა თქმა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს.

„ბოლომდე გულწრფელი ვიქნები. ბოლო ორმა წელმა სიტუაციაზე სხვანაირად შემახედა. გარკვეული რაღაცები მოხდა, რამაც მაფიქრებინა, რომ სჯობს, დღევანდელი დღით ვიცხოვრო.

აღარ ვარ იმ მდგომარეობაში, რომ ხანგრძლივ პერსპერქტივას შევხედო. შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ყველაფერი შეიცვალოს.

დღევანდელი მომენტით ტკბობა - შესანიშნავია. ახლა ჩემი მიზანია - ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო და კარგად ჩავატარო. შემდეგ კი, ვნახოთ. ცხოვრება დინამიურია და არ ვიცით, რა მოხდება. მომენტით უნდა ისიამოვნო.“, - აღნიშნა „ალ ნასრის“ 38 წლის ფორვარდმა.