ბონუჩი: "ეს გრძელი მოგზაურობის პირველი ნაბიჯია, ჩვენი სიტყვის თქმა შეგვიძლია"
იტალიის ნაკრების მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ევრო 2020-ის გახსნით მატჩში თურქეთთან (3:0) მოგებული მატჩის შედეგი შეაფასა.
"როცა ასეთ გზას იწყებ, დაძაბულობა უნდა იგრძნო, რათა თამაშის სურვილი გაგიჩნდეს. წარმომედგინა, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა, ჩვენს მიერ განვლილი გზის გათვალისწინებით".
"ეს გრძელი მოგზაურობის პირველი ნაბიჯია, მიწაზე უნდა დავრჩეთ, მატჩები ერთმანეთის მიყოლებით ჩაივლის, მეტოქეები უკეთ გაგვიცნობენ, მაგრამ ვიცით, ჩვენი სიტყვის თქმა შეგვიძლია".
"წინ უნდა ვიყუროთ. გასახდელში ერთმანეთს ვუთხარით, რომ სუფთა გონება და ცხელი გული გვჭირდება".
"როცა თამაშს მაყურებელი ესწრება, ეს უკვე ფეხბურთის საერთოდ სხვა სტილია. მთელი მატჩის განმავლობაში ტრიბუნები ჩვენს გულებში ცეცხლს აღვივებდა".
"ახლა ყველა ნეგატივი უნდა მოვიშოროთ, პოზიტივი დავიტოვოთ და მომდევნო მატჩისთვის მოვემზადოთ", - თქვა ბონუჩიმ Football Italia-სთან საუბრისას.
"ფინალი? იქამდე ჯერ ადრეა, წინ ექვსი მატჩია", - მანჩინი თურქეთის დამარცხების შემდეგ