ავტორიზაცია

ბონუჩი იუვენტუსიდან წასვლის შესახებ: "ასეთი დამცირება არასდროს განმიცდია"

ბონუჩი იუვენტუსიდან წასვლის შესახებ: "ასეთი დამცირება არასდროს განმიცდია"
თარიღი 14 სექ 2023, 13:37
ბერლინის "უნიონის" ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ ტურინის "იუვენტუსიდან" წასვლის დეტალები გაამხილა. 

შეგახსენებთ, რომ "ბებერი ქალბატონის" ყოფილმა კაპიტანმა ზაფხულში შეიტყო, რომ გუნდის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა.

"13 ივლისს იუვენტუსის ხელმძღვანელობამ მაცნობა, რომ მათ გეგმებში არ ვყოფილვარ. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც გაზეთებში ბევრი ჭორი წავიკითხე. 

იუვენტუსში ასეთი დამცირება არასოდეს განმიცდია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუნდში 500-ზე მეტი მატჩი ვითამაშე. “, - ციტირებს ბონუჩის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ბონუჩიმ "იუვენტუსში" კარიერის განმავლობაში 8-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი.