ავტორიზაცია

ბონუჩიმ შესაძლოა იტალიის ნაკრები დატოვოს

ბონუჩიმ შესაძლოა იტალიის ნაკრები დატოვოს
თარიღი 16 Jun 2023, 09:47
"იუვენტუსის" ცენტრალური მცველი ლეონარდო ბონუჩი იტალის ნაკრებიდან წასვლას განიხილავს.

36 წლის ფეხბურთელმა უკვე გამოაცხადა გადაწყვეტილება 2023/24 წლების სეზონის ბოლოს სათამაშო კარიერის დასრულების შესახებ.

როგორც Sky Sports-ისთვის გახდა ცნობილი, უახლოეს მომავალში ვეტერანი შესაძლოა დაემშვიდობოს იტალიის ეროვნულ გუნდს, რათა ფეხბურთიდან წასვლამდე სრულად იყოს კონცენტრირებული "იუვენტუსში" თამაშზე.

ბონუჩიმ "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში 120 მატჩში რვა გოლი გაიტანა.