ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ეს მხოლოდ ამხანაგური მატჩია, ჩვენ გვაქვს უეფასგან თანხმობა"
საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეხვდება თუ არა ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები რუსეთს ამხანაგურ მატჩში, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღება, რომელიც 10 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ბოსნიური გამოცემა Sportske იტყობინება.
იგივე გამოცემასთან კომენტარი გააკეთა ბოსნია და ჰერცეგოვინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიცო ზელკოვიჩმა.
"სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს და ეს ნორმალურია. მაგრამ გარედან ძალიან ბევრი ნეგატივია ზოგიერთი ადამიანისა და მედიის მხრიდან. მიმაჩნია, რომ აზრის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის აზრი სხვას რაღაცას უნდა ავალდებულებდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირად უნდა იფიქროს.
რუსეთთან თამაში? ეს თემა მხოლოდ ფეხბურთის ამხანაგურ მატჩად უნდა ჩაითვალოს. მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს უეფას თანხმობა. მან რუსეთი ოფიციალური მატჩებიდან ამოიღო. რაც შეეხება ამხანაგურ თამაშებს, არანაირი აკრძალვა არ არის“, - თქვა ზელკოვიჩმა.
ამ შეხვედრის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ბოსნიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელებმა, კერძოდ ედინ ძეკომ და მირალემ პიანიჩმა გამოხატეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის და ბოსნია ჰერცეგოვინას ამხანაგური შეხვედრა 19 ნოემბერსაა ჩანიშნული.