ბრაზილიური კლუბის პრეზიდენტს რიბერი შესთავაზეს: "არც კი ვიცოდი, კიდევ თუ თამაშობდა"

ბრაზილიური "სეარას" პრეზიდენტმა, რობინსონ დე კასტრომ განაცხადა, რომ კლუბს "სალერნიტანას" გარემარბის, ფრანკ რიბერის დამატება შესთავაზეს.
"გუშინ დამირეკეს და რიბერი შემომთავაზეს. არც კი ვიცოდი, კიდევ თუ თამაშობდა", - ციტირებს დე კასტროს სიტყვებს Globo.
ამასთანავე, როგორც კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, არ იცის, ეცდება თუ არა "სეარა" გამოცდილი ფრანგის გადაბირებას.
სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 38 წლის შემტევმა 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ორი შედეგიანი პასით გამოიჩინა.
ცნობისთვის, რიბერი "სალერნიტანას" სექტემბერში შეუერთდა და 2022 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.