ავტორიზაცია

BREAKING: ევერტონს ორი ქულა დააკლდება

BREAKING: ევერტონს ორი ქულა დააკლდება
თარიღი 08 აპრ 2024, 18:22
პრემიერ ლიგის გადაწყვეტილებით, "ევერტონს" ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის 2 ქულა დააკლდება. 

პრემიერ ლიგის ამ სეზონში ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის ქულები ევერტონს აქამდეც დააკლეს. "მერსისაიდულ" კლუბს თავიდან 10 ქულა დააკლდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში მოგებული საქმის შემდეგ, გუნდს 4 ქულა დაუბრუნდა.

"ევერტონი" პრემიერ ლიგის ამ გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში გააპროტესტებს.