ავტორიზაცია

BREAKING: პარი სენ ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი გაუმზადა

BREAKING: პარი სენ ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი გაუმზადა
თარიღი 29 მაი 2024, 13:54
ბოლო პერიოდში ფრანგული "პსჟ"-ს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. 

ცნობილი ნეაპოლური გაზეთი Il Mattino ქართველი შემტევის შესახებ საინტერეაო ინფორმაციას აცრცელებს.

გამოცემის ცნობით, "პსჟ" კვარას 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, რომელის მიხედვითაც მისი ანაზღაურება 10 მილიონ ევროს მიაღწევს. 

ასევე, ფრანგული გუნდი ხვიჩასთვის 7 ნომრიანი მაისურს  ამზადებს, რომელიც კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა.

აღსანიშნავია, რომ "პსჟ"-ს ინტერესი მოთამაშის აგენტმა მამუკა ჯუღელმა lagazzetta.ge-სთან ინტერვიუში დაადასტურა. მისივე განცხადებით, პარიზელებმა უკვე შეთავაზებაც გააკეთეს.