BREAKING: რომას ინტერესი დადასტურდა - მეცმა მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი დაასახელა!
იტალიური "რომა" საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ინტერესდება.
La Gazzetta dello Sport ცნობით, რომაული კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს, მინიმუმ ერთი თავდამსხმელის დამატებას გეგმავს.
კლუბის ახალმა სპორტულმა დირექტორი ფლორენტ გისოლფი საფრანგეთში ბევრ ფეხბურთელს აკვირდება და მიქაუტაძეც მისი ინტერესითაა სფეროში მოექცა.
წყაროს ინფორმაციით, "მეცის" ამჟამინდელი მოთხოვნა 25 მილიონი ევროს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძე ყველაზე ახლოს "მონაკოში" ტრანსფერთანაა, მოთამაშისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ამ ეტაპზე "რომა" აკირდება თუ როგორ განვითარდება სიტუაცია.
"რომა" ასევე ალექსანდრე სორლოტის ტრანსფერით ინტერესდება, მაგრამ "ვილიარეალის" მოთხოვნა დაახლოებით 35 მილიონი ევროა და რაც იტალიური მხარესთვის წითელი ხაზია.