ავტორიზაცია

BREAKING: შეთანხმება შედგა! - ზურიკო დავითაშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს

BREAKING: შეთანხმება შედგა! - ზურიკო დავითაშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
თარიღი 08 ივლ 2024, 13:56
L'Equipe-ის ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილი "სენტ-ეტიენში" გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, "ბორდოსა" და „მწვანეებს" შორის შეთანხმება უკვე შედვა.

"სენტ-ეტიენი" ქართველი შემტევისთვის ტრანსფერში 6 მილიონ ევროს გადაიხდის.

მხარეებს შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.