BREAKING: ვენსან კომპანი რამდენჯერმე ესაუბრა - გიორგი მიქაუტაძეს პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

ავტორიტეტული ფრანგი ჟურნალისტი სანტი აუნა გიორგი მიქაუტაძის მომავალზე განცხადებას ავრცელებს.
„ვენსან კომპანი გიორგი მიქაუტაძეს რამდენჯერმე ესაუბრა და „ბარნლის" პროექტი წარუდგინა.
„მეტცის" ქართველი ფორვარდი ამ ვარიანტით ძალიან დაინტერესებულია.", - წერს FootMercato-ს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ კომპანი „ბარნლის" მთავარი მწვრთნელია. გუნდმა გასულ სეზონში ჩემპიონშიფი მოიგო და პრემიერ ლიგაში დაწინაურდა.