ბრუნო ფერნანდეშმა ევროპის ლიგაზე რეკორდი დაამყარა

ბრუნო ფერნანდეშის ჰეთ-თრიქის წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რეალ სოსიედადს" 4:1 მოუგო და ევროპის ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
"წითელი ეშმაკების" კაპიტანმა მე-16 და 50-ე წუთებზე პენალტები გაიტანა, 87-ე წუთზე კი მესამედ გაიტანა - ამჯერად თამაშიდან.
პორტუგალიელ ნახევარმცველს ამჟამად, ევროპის ლიგაზე კარიერის განმავლობაში 24 გოლი და 17 საგოლე გადაცემა აქვს.
ამრიგად, Opta-ს ცნობით, ფერნანდესი ტურნირის რეკორდსმენი გახდა საგოლე მოქმედებების საერთო რაოდენობით - 41.
აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში რუბენ ამორიმის გუნდი ფრანგულ "ლიონს" დაუპირისპირდება.