ბუსკეტსმა მომავალ წელს შესაძლოა ბარსელონა დატოვოს და უკვე არაერთი მსურველი ჰყავს
"ბარსელონას" ჩამშლელი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი 2023 წელს შესაძლოა ჩრდილოეთ ამერიკაში გადაბარგდეს.
როგორც გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს, 33 წლის ესპანელი ამ სეზონს კატალონიურ გრანდში გაატარებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხავი მას პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად თვლის.
მიუხედავად ამისა, ბუსკეტსთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი ჯერ არ განიხილება და მომავალ წელს MLS-ის კლუბები ეცდებიან იგი უფასოდ ჩაიგდონ ხელში. მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა.
მოგეხსენებათ, გამოცდილი ნახევარმცველი "ბლაუგრანას" პირველ გუნდში 2008 წლიდან ირიცხება.
გასულ სეზონში ბუსკეტსმა ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა.