ავტორიზაცია

ცეცაძე არაბიძეზე: "ეს მეც არ ვიცოდი, მიმალავდა...ამიტომ გაუცდა მას ამდენი ხანი"

ცეცაძე არაბიძეზე: "ეს მეც არ ვიცოდი, მიმალავდა...ამიტომ გაუცდა მას ამდენი ხანი"
თარიღი 16 Aug 2021, 16:31

მოგეხსენებათ, "სამტრედიამ" ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე დაიმატა, რომელმაც ამ გუნდის მაისურით კაპიტნის რანგში უკვე 2 მატჩი ჩაატარა.

Goal.ge-სთან ინტერვიუში სამტრედიელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი ცეცაძე არაბიძეზე საუბრობს.

"გიორგი უკვე ტალანტად აღარ ითვლება. ის ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ყველა დონეზე თამაში შეუძლია.

მას არ გაუმართლა, ტრავმები და წარუმატებელი პერიოდი ჰქონდა. მისი უთამაშებლობის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ 21-წლამდე ნაკრებში გაწყვეტილი მყესებით თამაშობდა, მეც არ ვიცოდი, მიმალავდა. შვეიცარიასთან კი მყესები საბოლოოდ გაუწყდა და რამდენიმე თვე გაუცდა.

ახლა ის ჯანმრთელადაა, მოვიდა, რათა ჩვენც მოგვეხმაროს და თავის თავსაც. გიორგი მაღალი დონის ფეხბურთელია და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის", - განაცხადა ცეცაძემ ჩვენთან საუბარში.