ჩაკვეტაძე გამოჯანმრთველდა და უოტფორდს შემდეგ მატჩში დაეხმარება
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებიდან "უოტფორდში" დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიპის მატჩი "ვესტ ბრომვიჩთან" (0:0) გაციევის გამო გამოტოვა.
"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩაკვე გამოჯანმრთველდა და შაბათს "პრესტონთან" მატჩისთვის მზად იქნება.
“გიორგი ჩაკვეტაძემ და ჯეკ გრივზმა ავადმყოფობა, რის გამოც ორშაბათის თამაშისთვის ჩვენს განკარგულებაში არ იყვნენ, უკვე დაამარცხეს და შაბათს გუნდის დახმარებას შეძლებენ”, - განაცხადა კლევერლიმ.
"უოტფორდი" "პრესტონს" 6 აპრილს საკუთარ მოედანზე მიიღებს.