ჩელსი არგენტინელი თავდამსხმელის შეძენით არის დაინტერესებული

არგენტინის ნაკრების და "რომას" თავდამსხმელს პაულო დიბალას
ტრანსფერით ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ კლუბი ინტერესდება.
Football-Italia-ს ცნობით, "ჩელსი" 29 წლის ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული.
"არისტოკრატები" მოლაპარაკება მოთამაშის წარმომადგენლებთან დაიწყეს. ლონდონელები მზად არიან მსოფლიო ჩემპიონისთვის 12 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც კომპენსაციის სახით მის კონტრაქტშია გაწერილი.
გასულ სეზონში პაულომ რომაელთა შემადგენლობაში 38 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.