ავტორიზაცია

ჩელსი მზადაა ოსიმენის ტრანსფერში ორი ფეხბურთელი ჩართოს

ჩელსი მზადაა ოსიმენის ტრანსფერში ორი ფეხბურთელი ჩართოს
თარიღი 07 ივლ 2024, 11:55
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. 

Teamtalk-ის ცნობით, ნიგერიელი ფორვარდის მომსახურებით ლონდონის "ჩელსი" კვლავ დაინტერესებულია. 

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა, ნეაპოლელებს შესთავაზოს 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი შესთავაზოს, რათა ტრანსფერის თანხა შემცირდეს. ეს ორი მოთამაშე რომელუ ლუკაკუ და ჩეზარე კასადეი არიან. 

ოსიმენი ნაპოლიში 2020 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ვიქტორმა 32 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.