ჩელსი ზაფხულის სატრანაფერო ფანჯარაზე ნიკო უილიამსის შეძენას შეეცდება
ლონდონის "ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბილბაოს ატლეტიკის" თავდამსხმელის ნიკო უილიამსის ტრანსფერს მიუბრუნდება.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უილიამსი კვლავ "ჩელსის" რადარზეა, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელის მიმართ სხვა ტოპ კლუბების ინტერესიც არსებობს.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის უილიამსის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევროა მითითებული.