ავტორიზაცია

ჩელსის სერბი ნახევარმცველის ტრანსფერი შესთავაზეს

ჩელსის სერბი ნახევარმცველის ტრანსფერი შესთავაზეს
თარიღი 04 Jul 2023, 15:27
"ჩელსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს. 

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ლაციოს" ფეხბურთელი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი "ჩელსის" შესთავაზეს. 

28 წლის სერბის კანდიდატურა ლონდონურ კლუბს ფეხბურთელის აგენტმა, მატეა კეჟმანმა შესთავაზა.

გავრცელებული ინფორმაციით, მილინკოვიჩ-სავიჩს "ჩელსი" განიხილავს, თუმცა მოისეს კაიდედო და რომეო ლავია პრიორიტეტული ვარიანტებად განიხილებიან.