ჩემპიონობა ყველა სეზონში - კინგსლი კომანის უნიკალური მიღწევა

კინგსლი კომანმა ქვეყნის ჩემპიონატი თავისი კარიერის ყველა სეზონში მოუგო.
ფრანგი შემტევი დღეს „ბაიერნთან“ ერთად ბუნდესლიგის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ გახდა - 2015/16-სეზონიდან დაწყებული.
იქამდე, მან ერთხელ მოიგო სერია ა „იუვენტუსთან“ ერთად და ორჯერ - ლიგა 1 „პსჟ-ში“. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი წყარო მას „იუვეში“ ორ ტიტულს უთვლის - 2015/16-სას, როდესაც მან მიუნხენურ გუნდში გადასვლამდე, ტურინში 1 მატჩი ჩაატარა.
დღეს დასრულებულ სეზონში კომანმა ბუნდესლიგაში 24 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.