ავტორიზაცია

"ჩემთვის შვილივით არის", - მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერის ფონზე, ლაციოს იმობილე ტოვებს? - პრეზიდენტის კომენტარი

"ჩემთვის შვილივით არის", - მიქაუტაძის შესაძლო ტრანსფერის ფონზე, ლაციოს იმობილე ტოვებს? - პრეზიდენტის კომენტარი
თარიღი 13 ივლ 2023, 22:52
როგორც ცნობილია, „ლაციო“ „მეცის“ ქართველი ფორვარდით, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ინტერესდება.

ლოგიკურად, ამან პრესაში ჩირო იმობილეს შესაძლო წასვლაზე გააჩინა საუბრები და დაიწერა, რომ მისით საუდის არაბეთის კლუბები ინტერესდებიან.

ამ ინფორმაციას „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო გამოეხმაურა:

„იმობილეზე არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია, ის ჩემთვის შვილივითაა და არ იყიდება.

ერთადერთი ვარიანტი, რომელმაც შეიძლება იმობილე გამაყიდინოს - თუ მის სანაცვლოდ ვინმე 50 მილიონ ევროს შემომთავაზებს. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხაც საკმარისი იქნება.“, - აღნიშნა ლოტიტომ.

ცნობილია, რომ დღეს „ბარნლიმ“ მიქაუტაძის თაობაზე „მეცს“ 15 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ეს შეთავაზება დაიბლოკა, რადგან ფრანგებს 20 მილიონის მიღება სურთ.