ავტორიზაცია

"ჩემთვის უკანასკნელი ცეკვა იქნება", - დი მარია ნაკრებში კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

"ჩემთვის უკანასკნელი ცეკვა იქნება", - დი მარია ნაკრებში კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
თარიღი 18 ოქტ 2023, 23:44
ანხელ დი მარიამ ნაკრებში კარიერის დასასრულის მოახლოვება დააანონსა.

„კოპა ამერიკა ჩემთვის არგენტინის ნაკრებთან ერთად უკანასკნელი ცეკვა იქნება.

ჩემთვის სანაკრებო კარიერა აქ დამთავრდება, მაგრამ უბედნიერესი ვარ, რომ ლეო მესისნაირ მეგობართან მომეცა თამაშის შანსი.

მესის „პსჟ-ში“ ჩავეხუტე და ვუთხარი: „ძალიან ბედნიერი ვარ კლუბში შენთან ერთად თამაშით, იმიტომ რომ შენი ყოველდღე ნახვის შესაძლებლობა მაქვს.“, - აღნიშნა დი მარიამ.