ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი პორტუგალიასთან მატჩის წინ: "მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ"
ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ფინალში პორტუგალიასთან მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა.
ბლაგოი მილევსკიმ ნახევარფინალურ შეხვედრაში იტალიასთან (1:0) მოპოვებულ სენსაციურ გამარჯვებაზეც ისაუბრა.
"მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მოვუგეთ და ამით არ გავჩერდებით. ბოლო ნაბიჯი გვჭირდება მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად".
"უკვე იმის დამტკიცების გზას ვადგავართ, თუ რატომ შევდივართ ევროპის 20 საუკეთესო გუნდს შორის", - ციტირებს მილევსკის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
ცნობისთვის, პორტუგალია - ჩრდილოეთ მაკედონია 29 მარტს, პორტუში გაიმართება.